თამარ გაბუნია- მესამე ტალღის რისკი განსაკუთრებით ახალ შტამებთან არის დაკავშირებული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მოსალოდნელია კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა.
მისივე თქმით, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პირბადის გამოყენება, ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური დისტანცია. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსის მესამე ტალღის რისკი განსაკუთრებით ახალ შტამებთან მიმართებით, არის მაღალი და ვაქცინაციის მცირე ოდენობით აცრებიდან გამომდინარე ეფექტი მინიმალური იქნება.
“ვაქცინაცია იქნება საშუალება იმისთვის, რომ ლეტალობა და ჰოსპიტალიზაცია მინიმუმამდე შემცირდეს. ვირუსის შემთხვევების შემცირებისთვის წვლილი ექნება მცირედი, თუმცა აუცილებელია, პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა “– აცხადებს გაბუნია.
მარიამ ოქროცვარიძე