ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავის სიმბოლო 900 წლოვანი ჭადარი გახმობის პირასაა

ყველაზე დიდი ისტორიული ჭადრის ხე თელავშია იგი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკე II-ს მონუმენტის წინ დგას. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. ჭადარის სიმაღლე კი 40 მეტრია.

რამდენიმე წელია ხემ გახმობა დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებისთვის მიმდინარეობს საკითხის განხილვა, თუმცა კონკრეტული სამუშაოები ამ დროისთვის არ არის დაწყებული.
გარემოს დამცველების თქმით, ხის სიცოცხლის გარკვეული დროით გახანგრძლივება შესაძლებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარების შედეგად.

“სამწუხაროდ მისი გადარჩენა შეუძლებელია, ამჟამად რაც შეგვიძლია არის მხოლოდ ის, რომ სიცოცხლის რაღაც დრო განვუხანგრძლივოთ ჭადარს, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ახლო მომავალში ის შეწყვეტს არსებობას”,- აცხადებენ გარემოს დამცველები.

 

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური