თელავის რაგბის გუნდის “ჭადარის” სამომავლო გეგმები
თელავის რაგბის გუნდი რეგიონულ პირველ ლიგაშია. გუნდი 2016 წლიდან აქტიურად ჩაერთო ვარჯიშებში და აქტიური მუშაობა დაიწყო.
რაგბის კლუბის მენეჯერის თენგიზ ცისკარიშვილის თქმით, მათი სამომავლო გეგმები ქალაქში რაგბის განვითარება და კიდევ უფრო ბევრი წარმატების მოტანაა.
“ჩვენი მიზანია სხვადასხვა სოფლებში მოხდეს რაგბის პოპულარიზაცია და დავეხმაროთ რეგონში მცხოვრებ ადამიანებს, რომ დაეუფლონ ისეთ სპორტის სახეობას როგორიცაა რაგბი. ასევე რაც მნიშვნელოვანია და სამომავლოდ იგეგმება ეთნიკური უმცირესობის სოფლებშიც რაგბის პოპულარიზაცია და მათი ხელშეწყობა. მთავარი მიზანია, სპორტის ამ სახეობის დიდ საფეხურზე აყვანა” განაცხადა თენგიზ ციაკარიშვილმა.