ახალი ამბები

კახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის “ასტრაზენეკას” 1900 დოზა ჩამოვიდა

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა უკვე კახეთშია. ცოტა ხნის წინ რეგიონში “ასტრაზენეკას” 1900 დოზა ჩაიტანეს.

როგორც ცნობილია, ორშაბათიდან, იმუნიზაციის პროცესი თელავის რეფერალური საავადმყოფიდან დაიწყება და ეტაპობრივად სხვა მედპერსონალზეც გავრცელდება. საერთო ჯამში, რეგიონის მასშტაბით,COVID 19- ზე აცრა 13 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება.

პირველი ვაქცინა კახეთის რეგიონში 15 მარტს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გაკეთდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კახეთში კორონავირუსზე ამცრელ დაწესებულებად 13 სამედიცინო ცენტრია დარეგისტრირებული.

,,ვაქცინაცია დაიწყება 15 მარტს თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, 17 მარტს დანარჩენ რაიონებში. სულ კახეთში კოვიდ 19-ზე ამცრელ დაწესებულებად დარეგისტრირებულია 13 დაწესებულება, მათგან თელავში 4, საგარეჯოში -3, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში თითო”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ნელი ხიზანიშვილის თქმითვე, 500 ერთეული ვაქცინა საგარეჯოში,500 გურჯაანში, 600 თელავში და 300 ახმეტაში გადანაწილდება. მისივე თქმით, დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის ვაქცინა ხვალ ჩამოვა კახეთში.