ახალი ამბები

გომბორის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატრებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეგახსენებთ გომბორის გზის მონაკვეთი უამინდობის, ყინვის და თოვლის გამო ჩაიკეტა.