ის, რაც ერეკლე ll-ის ძეგლზე უნდა იცოდე- ვიდეო
ქართლ–კახეთის მეფის ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც ცხენზე ამხედრებული თელავს გადმოყურებს, ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.
ქანდაკება, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული 1971 წელს შეიქმნა და მისი სიმაღლე 8,5 მეტრია. მას რესპუბლიკურ კონკურსზე მოპოვებული აქვს პირველი პრემია.
ძეგლი, რომელიც შექმნილია მერაბ მერაბიშვილის მიერ, არჩეულია სხვადასხვა მონახაზებიდან. იგი ყველაზე კარგად გამოხატავს ერეკლე მეფის სიდიადეს, ასევე გამოკვეთილია ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები, როგორიცაა ერკელე მეფის ქამარი, ხმალი, ჩაფხუტი და ა.შ.
მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური