საქართველოს დასახლებების 22% გეოლოგიური პროცესების რისკის ქვეშ არის
გასულ წელს საქართველოში 1360 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა. ამის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენშია საუბარი, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა.
დოკუმენტიდან, სახელწოდებით – „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ჩანს, რომ მეწყრული პროცესების მაჩვენებელი 2018 წლიდან მზარდია. კერძოდ, 2018 წელს 702 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს – 849, 2020 წელს – 1070, 2021 წელს – 1107, 2022 წელს – 1120, 2023 წელს კი – 1360.
ამასთან, 2023 წლის კვლევით, საქართველოს გეოლოგიური პროცესების საშიშროების ქვეშ მოქცეული დასახლებული პუნქტების რაოდენობა ასე ნაწილდება: დასახლებების 22% მაღალი რისკის ქვეშაა, 26% – საშუალო, 20% – დაბალი, ხოლო 32% ძლიერ დაბალი რისკის ქვეშ.