ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონს ექნება გადახურული ტრიბუნები, განათების სისტემა და კომფორტი უეფას მაქსიმალური კატეგორიის მისაღებად.
პროექტის ფარგლებში აშენდება ფიტნეს-დარბაზი, კვებისა და საცხოვრებელი ბლოკები.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური ფონდის მიერ დაფინანსდება. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

 

 

მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური