როგორია ეპიდსიტუაცია კახეთის რეგიონში
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის 6 773 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, 13 დეკემბერს კახეთის რეგიონში ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
,,რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 6773-მდე გაიზარდა. აქედან: ახმეტაში დაფიქსირებულია -499, გურჯაანში -1430, დედოფლისწყაროში -521, თელავში -1655, ლაგოდეხში – 880, საგარეჯოში -791, სიღნაღში -417 და ყვარელში -580.
ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ამ ეტაპზე გადის მკურნალობას არის 3 203, მათ შორის 3 008 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 9 მკურნალობს კოვიდ სასტუმროში, 186 იმყოფება კოვიდ კლინიკაში, 3 526 კი გამოჯანმრთელდა. რეგიონში ვირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა.
თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობაა -2 551, თვითიზოლაციიდან მოიხსნა- 168, რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება – 49 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობაა -3 526″,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.