კახეთში ამომრჩევლის აქტივობა 23.5%-ს შეადგენს
საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათით ადრე, არჩევნებში მონაწილეობა 23.5%-მა მიიღო.
თელავის მე-10 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
,,13205 ამომრჩეველია დაფიქსირებული და 20:00 საათისთვის გვექნება კიდევ მომატებული რაოდეობა.
მიმაჩნია, რომ მეორე ტურისთვის, სადაც მხოლოდ 2 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, ამომრჩევლის აქტივობა ნორმალურია.
რაც შეეხება საჩივრებს, ამ დრომდე არ გვაქვს არც ტექნიკური ხასიათის და არც სხვა”, – განაცხადა knews.ge-სთან რევაზ გაიპარაშვილმა.
არჩევნებისთვის კახეთის ერთ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მე-10 საარჩევნო ოლქში, 153 609 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის აღნიშნულ ოლქში შექმნილია 154 საარჩევნო უბანი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აღნიშნულ ოლქში ხმების 47, 26% ქართული ოცნების კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მოიპოვა 40, 43% კი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა.