ახმეტაში არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტი დაფიქსირდა
ახმეტაში საარჩევნო უბანზე არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის მცდელობის ფაქტი დაფიქსიდა.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტის, ლელა ტალიურის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ახმეტის პირველ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
,,ერთი ფაქტი დაფიქსირდა ახმეტის პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი მობილური ტელეფონით გადაღებული პირადობის მეშვეობით ცდილობდა ხმის მიცემას და თან არ ჰქონდა პირადობის დამადსტურებელი საბუთი. ამის გამო მას არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ზოგადად უბნებზე არის მშვიდი ვითარება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ლელა ტალიურმა.