„ერთად არჩევნებისთვის“– ლაგოდეხის მე–5 უბანზე დამკვირვებელი ამომრჩეველს შეყვა კაბინაში
არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანების „ერთად არჩევნებისთვის“ ერთ–ერთი ლიდერი ლევან ალუღიშვილი აცხადებს, რომ ლაგოდეხის მე–5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა.
მისი ინფორმაციით, ამომრჩეველს კაბინაში დამკვირვებელი შეყვა და ხმის მიცემაში ეხმარებოდა. ლევან ალუღიშვილის თქმით, მათი ორგანიზაციის დამკვირვებლის ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა.
მისივე განმარტებით, საუბნო კომისიის წევრს არ აქვს უფლება ამომრჩეველს კაბინაში შეყვეს. ეს მომდევნო ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს.
,,მე წარმოვადგენ ახალგაზრდულ ცენტრს ,,ჩვენი თაობა 1921”. ჩვენ 10 ორგანიზაციასთან ერთად შექმნილი გვაქვს გაერთიანება და ვაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის და არჩევნების შემდგომ პერიოდს.
ვაკვირდებით ასევე კახეთში მეორე ტურის არჩევნებს და ამ დროისთვის დარღვევები არ ფიქსირდება. კომისიის წევრები თავის უფლებამოვალეობას ასრულებენ კარგად. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრები არ ესწრებიან საარჩევნო პროცესს. ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია ვიდრე იყო პირველ ტურში. ჩვენმა დამკვირვებლებმა კახეთში მხოლოდ ერთ ადგილას დააფიქსირეს დარღვევა. ლაგოდეხის მე–5 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირი შეყვა ამომრჩეველს კაბინაში და ეხმარებოდა ხმის მიცემაში. მას კანონით ამის უფლება არ აქვს, ეს გავაპროტესტეთ და სიტუაცია გამოსწორდა’’, –განუცხადა knews.ge-ს ლევან ალუღიშვილმა.