სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსი ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს დაუდასტურდა
კახეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსი დაუფიქსირდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი რესტორნის მფლობელს.
სწორედ ამის გამო, რესტორმა მუშაობა შეაჩერა.
გავრცელებული ინფორმაციით, პერსონალი და დაინფიცირებული პირის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ვირუსით ინფიცირება დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაშოვარში მცხოვრებ კაცსაც, რომელიც არსებული კლასტერის კონტაქტია. დაინფიცირებულის ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. ორივე დაინფიცირებული პირი, მკურნალობის კურსს სპეციალისტების მეთველყურების ქვეშ ბინაზე გადის.