ახალი ამბები

უნალექო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება

კახეთში უნალექო ამინდები თვის ბოლომდე გაგრძელდება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 28 – 29 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, შესაძლოა აღინიშნოს მცირე წვიმა და ნისლი. დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
“ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მარიამ ოქროცვარიძე