ახალი ამბები

კორონავირუსის დაფიქსირების გამო ახმეტის პირველი სკოლა დაიკეტა

ქალაქ ახმეტის პირველ საჯარო სკოლა, კორონავირუსის დაფიქსირების გამო დაიკეტა.

ვირუსი მეოთხე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

ტელეკომპანია ,,გურჯაანის” ინფორმაციით, მოსწავლეები სწავლას დისტანციური რეჟიმით გააგრძელებენ.

დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

Knews.ge ცდილობს დამატებითი დეტალების მოძიებას.