გურჯაანსა და სიღნაღში კორონავირუსით ორი პედაგოგი დაინფიცირდა
გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსით კიდევ ორი პედაგოგი დაინფიცირდა.
ვირუსი დაუდასტურდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლის მასწავლებელს.
ინფიცირებული პირი, პარალელურად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრია.
წინასწარი მონაცემებით, პედაგოგს, კონტაქტი, საჯარო სკოლის თითქმის ყველა მასწავლებელთან ჰქონდა.
ეპიდემიოლოგების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, სკოლაში სწავლის გაგრძელების ფორმა და საარჩევნო კომისიის მუშაობის რეჟიმი.
COVID- 19 დაუფიქსირდა ასევე სიღნაღში საჯარო სკოლის პედაგოგს.
ეპიდემიოლოგების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამიტომ ის მკურნალობის კურსს ბინაზე გაივლის.
სპეციალისტები სკოლებში აქტიურად მუშაობენ და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
დაგეგმილია შენობების სრული დეზინფექცია.
დღევანდელი მდგომარეობით, პედაგოგების ინფიცირების ფაქტი, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებშია გამოვლენილი.
დღეს კახეთში კორონა ვირუსით ინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანად რეგიონში, სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ 19- ის 285 შემთხვევაა დაფიქსირებული.