თელავის მეშვიდე სკოლა კორონავირუსის დაფიქსირების გამო დროებით დაიკეტა
თელავის მეშვიდე სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დროისთვის დაკეტილია.
სკოლა ერთი კვირის განმავლობაში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავა. გავრცელებული ინფორმაციით, პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დრომდე დაკეტილია თელავის პირველი საჯარო სკოლაც. უკვე ერთი კვირაა, მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ სწავლას. სკოლაში, სამი პედაგოგია ინფიცირებული.
ერთი კვირით დაიკეტება გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრის საჯარო სკოლაც, სადაც კორონა ვირუსით პედაგოგი დაინფიცირდა. სავარაუდოდ, დისტანციურ რეჟიმში სწავლებაზე გადავლენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლის სკოლაშიც, სადაც ვირუსი პედაგოგს გამოუვლინდა.
დღეს კახეთში კორონა ვირუსით ინფიცირების 37 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მთლიანად რეგიონში, სექტემბრიდან დღემდე, კოვიდ 19- ის 285 შემთხვევაა დაფიქსირებული