კახეთში კორონავირუსის 285 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული
კახეთის რეგიონში 24 ოქტომბრის მდგომარეობით ეპიდსიტუაცია სტაბილური და მართვადია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებულია კოვიდ 19-ის 285 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.
,,მუნიციპალიტეტების მიხედვით დაფიქსირებული შემთხვევების განაწილება ასეთია: ახმეტა -28, გურჯაანი -53, დედოფლისწყარო -11, ყვარელი -53, სიღნაღი – 30, ლაგოდეხი -32, თელავი – 72 და საგარეჯო – 6. ინფიცირებულთაგან 28 მკურნალობს კოვიდ-კლინიკაში, 144 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 4 იმყოფება კარანტინში, 109 პირი გამოჯანმრთელდა. არცერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, 3 საკარნტინე სივრცეში ამჟამად იზოლირებულია 101 მოქალაქე, ხოლო სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფება 769 მოქალაქე.
კახეთის რეგიონში დღემდე ჩატარებულია 30011 PCR ტესტირება.