კახეთში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 37 კახეთის რეგიონში დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან კახეთში 37 შემთხვევა დაფიქსირდა, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.