სიღნაღში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებული სოფელ ბოდბის კლასტერის წარმომადგენლია.
ვირუსი დაუდასტურდა სოფელ ძველ ანაგაში საჯარო სკოლის პედაგოგს. ეპიდემიოლოგების მიერ უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
ყველა დაინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.