სოფელ იორმუღანლოში ქალმა 30 წლამდე მამაკაცი მოკლა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 30 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით მიაყენა. მკვლელობა ერთ- ერთ ფერმაში მოხდა.
შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინცინდენტის მიზეზი კაცის მიერ ბიძაშვილის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარება გახდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.