სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 32 122 აბონენტი გათავისუფლდა
ანტიკრიზისული პროგრამის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 32 122 აბონენტი გათავისუფლდა. დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა.
“ასევე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება. “- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.