ახალი ამბები

რა ისტორიას ინახავს გიგოს გორა

საბჭოთა რეპრესიებს თელავში ბევრი პატრიოტი შეეწირა. მაშინ მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დამნაშავეებად და ქვეყნის მტრებად აცხადებდნენ, დასახვრეტთა სიაში შეყავდათ და თელავში, გიგოს გორაზე ხვრეტდნენ.
ისტორიკოსი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი 1924 წლის ,,სისხლიანი სექტემბრის” შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, სწორედ გიგოს გორა ინახავს თავის წიაღში  უამრავ თელაველს, ვინც საბჭოთა რეპრესიების დროს იქნენ დახვრეტილი.
“გიგოს გორაზე შემთხვევით გავლილი ადამიანები წააწყდებოდნენ ხოლმე ახლად მიყრილ საფლავებს, იმდენად თხლად აყრიდნენ ხოლმე მიწას, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანების კვნესა ისმოდა”,- განუცხადა knews.ge-ს თენგიზ სიმაშვილმა.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური