,,პატრიოტთა ალიანსმა’’ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება თბილისში გაიმართა.
პარტიის „ფეისბუკის” გვერდის თანახმად, მიუხედავად ძლიერი წვიმისა და ქარისა, პარტიის მხარდამჭერები წარდგენას ბოლომდე ესწრებოდნენ.
პარტიის გადაწყვეტილებით, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში სოსო პარწიკანაშვილი, ხოლო გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში სოსლან გარსევანიშვილი იყრის კენჭს.
პარტია არჩევნებზე „მემარცხენე ალიანსთან” ერთად გამოდის.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.