თელავის აგრარული ბაზარი რეგულაციების მკაცრი დაცვით იმუშავებს
თელავის აგრარული ბაზრის დახურვამ მოვაჭრების პროსტესტი გამოიწვია. შრომის ინსპექტირების სამსახურმა რეკომენდაციების დარღვევის გამო ბაზარი 2 ათასი ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ადმინისტრაციამ საკუთარი გადაწყვეტილებით, მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ბაზრის დაკეტვით შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
ადგილზე იმყოფებოდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი. ირაკლი შიოშვილის ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, თუმცა რეგულაციების მკაცრი დაცვით.
შეგახსენებთ, რომ თელავის აგრარული ბაზარი შრომის ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებმა თერმოსკრინინგისაპარატის არასაკმარისი რაოდენობის გამო ჯერ კიდევ გუშინ გააფრთხილეს.