წინანადალში პროექტის “ევროპული არდადეგები” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
წინანდალში, პროექტის “ევროპული არდადეგები” მეხუთე, დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის მიზანია ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა.
პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე კახეთის რეგიონში ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
მომხსენებლებმა ახალგზარდების საქართველოს ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის სარგებელზე ინფორმირებულობაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და სსიპ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ერთობლივად ახორციელებს და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს, კერძოდ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან, ეწვია მარტვილს, სათაფლიას, ვარძიას, ბათუმს და წინანდალს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობების გაცნობასთან ერთად, მიიღო ინფორმაცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება სექტემბერში თბილისში გაიმართება.