მთავრობა 17 წლამდე ბავშვებს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება
საქართველოს ყველა 17 წლამდე მოქალაქე ერთჯერადად ორასლარიან დამხარებას მიიღებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით კრიზისის პერიოდში ბავშვების სოციალური დახმარების კუთხით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
„ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლამდე ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობი და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე, ასევე სასწავლო წლის დაწყების პროცესში.
საქართველოს ყველა 17 წლამდე მოქალაქე, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერისა და სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.