წინანდალში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მუსიკის ტრადიციული ფესტივალი 17-20 სექტემბერს გაიმართება.
ოთხდღიანი ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან მარტა არგერიხი, ნელსონ გოერნე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი, ლიზა ბათიაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, დანიელ ლოზაკოვიჩი, ჯანანდრეა ნოზედა.
10 აგვისტოდან ბილეთებისა და სასტუმროს პაკეტები ხელმისაწვდომი იქნება ფესტივალის ვებგვერდზე: http://tsinandalifestival.ge
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალს 17 სექტემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველი (დირიჟორი) და ლიზა ბათიაშვილი (ვიოლინო) გახსნიან.