სოფელ ჩუმლაყში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო შეძენისა და ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირი წარსულში მკვლელობისთვისაა ნასამართლევი და მან სასჯელი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა.
ასევე, მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წლის თებერვალში გურჯაანის ჯეო- ჰოსპოტალსის საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ მიმართულებით ისროლეს, სადაც ის იყო მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.