კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია.
მისი განცხადებით კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 147 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 38 პირი. ორი ადამიანი უკვე მოხსნილია თვითიზოლაციიდან.
,, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება. 4 ივლისს აღებული და PCR ტესტირებისათვის გაგზავნილი იქნა 93 ნიმუში. ტესტირების შედეგი ცნობილია და ნეგატიურია”,-განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 10 810 ნიმუში.