გურჯაანში 85 წლამდე მამაკაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
85 წლამდე ასაკის პირი, აღმაშენებლის ქუჩაზე ცხოვრობდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი, მეზობლებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სახლიდან უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციას მიმართეს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს, ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ის რამდენიმე დღის გარდაცვლილია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ.