თუშეთში ახალგაზრდამ ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო
25 წლის მოქალაქემ სხეულის სხვადსხვა დაზიანებები ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო.
მაშველებმა მას დროული დახმარება აღმოუჩინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები გაემგზავრნენ.
,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექიმის თანხლებით პაციენტი გადაყვანილია თბილისში, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.