პანკისში დაპირისპირებულ ორ გვარს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის მიმდინარე მოლაპარაკება შერიგების თაობაზე, უშედეგოდ დასრულდა.
მუთოშვილები დაპირისპირებულ ქავთარაშვილებთან შერიგებაზე უარს ამბობენ. მოლაპარაკებები ორი გვარის შესარიგებლად, სავარაუდოდ ახლო მომავალში კვლავ განახლდება.
შეიარაღებული შეტაკება, სოფელ საკობიანოსთან ქავთრაშვილებსა და მუთოშვილებს შორის, 2019 წლის ნოემბერში მოხდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი პირი.