ახალი ამბები

ყაზახეთში სოფელ შალაურის მკვიდრი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურიდან ყაზახეთში ემიგრაციაში მყოფი, 42 წლის ლ. გ. მოკლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, მამაკაცი ცივი იარაღით მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.