სად დავისვენოთ კახეთში იაფად
კახეთი – ეს არის საქართველოს ერთ–ერთი ულამაზესი ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხე აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ერთ–ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებითა და მდიდარი კულტურით . კახური სამზარეულო სახელგანთქმულია ამ კუთხისთვის დამახასიათებელი კერძებით, რომლებიც აუცილებლად მიიქცევს ნებისმიერი გურმანის ყურადღებას. საქართველოს ყოველ კუთხეს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს. კახეთში უფრო პოპულარული ხორცის კერძებია, რაც მეცხოველეობის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ხშირად მზადდება მწვადი, ხინკალი, ხაშლამა, ჩაქაფული. გარდა ამისა, რეგიონში ძირითდად მეღვინეობაა განვითარებული, კახეთი არის ღვინის, ვაზის მხარე. აქ იქმნება უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თუ ამ ზაფხულს კახეთის მონახულებას გეგმავთ, მაშინ knews.ge წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც არდადეგების დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ – რამდენი დაგიჯდებათ კახეთში დასვენება?
თელავი
თბილისიდან თელავამდე მანძილი 95 კმ. – ია. (მგზავრობას 1სთ. და 45 წთ. სჭირდება )
ტრანსპორტი:
სამარშრუტო ტაქსი 8 ლარი (რომელიც მიდის დიდი გზით, გურჯანის გავლით და ანდომებს 2სთ. 55 წთ)
ტაქსი –15 ლარი (რომელიც ბევრად კომფორტულია და მიდის მოკლე გზით. მოანდომებს 1სთ. და 45წთ. )
თელავი —თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. ის კახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. ზღვის დონიდან 550-800. ზამთარი ცივია, ხოლო ზაფხული ცხელი.
თუ გსურთ წყნარ და მშვიდ გრემოში წასვლა, სადაც იქნება სულ მომღიმარი გარემო, სუფთა ჰაერი და ისტორიული ადგილები მაშინ თელავს უნდა ესტუმროთ.
აქ უამრავი სასტუმროა, თუმცა ფასის და ხარისხის შესაბამისად გირჩევთ ორი ტიპის სასტუმროს:
საოჯახო ტიპის სასტურმო „მწვანე სახლი თელავი“
სადაც ერთი ღამე, ერთ პერსონაზე 40 ლარია, იგი ძალიან არ არის ცენტრს მოშორებული.
მეორე სასტუმრო არის „ჰაპო“
აქ სტუმრობის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 80 ლარიდან 210 ლარამდეა, ის ძალიან ახლოსაა თელავის ცენტრალურ მოედანთან .
სიღნაღი
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.
მანძილი თბილისიდან სიღნაღამდე: 109 კმ. დრო– 1სთ და 42 წთ.
ტრანსპორტი: პირადი მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
ფასები: საერთო ოთახში დღეში 25 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორკაციან საძინებელში კი – 30 ლარის. ამასთან, კვება ღირებულებაში არ შედის. საოჯახო ტიპის სასტუმროები უზრუნველყოფილია სამზარეულოთი და ორი სველი წერტილით.
ყვარელი
მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარეების ბურსისა და დურუჯის (ალაზნის მარცხენა შენაკადები) შუამდინარეთში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე, თბილისიდან 134 კმ. ყვარელში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული.
ტრანსპორტი: პირადი მანქანა ან სამარშრუტო ტაქსი, რომელიც დაახლოებით 25-30 ლარი დაგიჯდებათ.
თუ გსურთ ყვარლის სილამაზე შეიგრძნოთ მაშინ უნდა გაჩერდეთ სასტუმრო „ როიალ ბატონში“
ფასი:
კვირა-ხუთშაბათი : 200 ლარი
პარასკევი-შაბათი : 230 ლარი
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტი ულამაზესი და გამორჩეულია, თავისი ხედებით, კულინარიით, ისტორიით, ღირსშესანიშნაობებით, ამიტომ აქ ყველგან შეგიძლიათ ნახოთ ისეთი სასტუმრო, სადაც დაისვენებთ იაფად და სასიამოვნოდ. კახეთი აუცილებლად უნდა ნახოთ და შეიყვაროთ.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე