სოფელ ვაჩნაძიანში წარმოებული სამი სახეობის ღვინო ექსპორტზე ლონდონში გავიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში საოჯახო მარანში ,,იბერო“ წარმოებული სამი სახეობის ღვინო ექსპორტზე ლონდონში გავიდა.
მარნის მფლობელი შოთა ნატროშვილი განმარტავს, რომ პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ რქაწითელის, ხიხვის და საფერავის 900 ბოთლი ღვინო გაიგზავნა.
,,4 წლის წინ გავაკეთეთ ეს საოჯახო მარანი. ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მოდიოდნენ ჩვენთან. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ამ რეგიონში დამზადებული ღვინოები. ძირითადად კი მშრალი ღვინოებით ინტერესდებიან.
ამ დროისთვის ვაწარმოებთ სამი სახეობის მშრალ ღვინოს: საფერავს, რქაწითელს და ხიხვს. ასევე მცირე რაოდენობით თეთრს და წითელ პორტვეინს.
გვაქვას ჩვენი ჭაჭა, რომელიც ხუთი წლის დაძველებითაა. ჩვენი ვენახებიდან საერთო ჯამში წელიწადში 25 ტონამდე მოსავალს ვამუშავებთ. გასულ წელს ლონდონში გავაგზავნეთ ჩვენი ღვინოები: რქაწითელი, ხიხვი და საფერავი, თითოეული სახეობის 300-300 ბოთლის ოდენობით’’,– განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნატროშვილმა.