სოფელ დუისსა და მატანში მცხოვრები ახალგაზრდები შერიგების პროცესს დაიწყებენ
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, საპროტესტო აქცია დასრულდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისისა და მატანში მცხოვრები პირები, ერთ საათში შერიგების პროცესს დაიწყებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, დუისსა და მატანში მცხოვრები ახალგაზრდების დაპირისპირების დროს ნაცემია ორი პირი, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მისი ძმა, რომელიც ინციდენტის მონაწილე არ არის, ახმეტიდან დუისისკენ გადაადგილებას ცდილობდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მის ძმას თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული. სოფელ დუისში, ადგილობრივი ქისტები ამბობენ, რომ პროცესი შერიგებით უნდა დასრულდეს.
დაპირისპირება დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ავტომანქანით მაღალი სიჩქარით გადაადგილებას მოჰყვა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდებმა, პანკისის ხეობაში ქათამი გაიტანეს. ურთიერშელაპარაკება, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ნაცემია ორი ახალგაზრდა.