ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს განმეორებითი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 10 თვის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტირებისას ვირუსით ინფიცირება არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
მისივე განცხადებით ბავშვი დედასთან ერთად იმყოფება კარანტინში.
,, გარდა ამისა, ბავშვთან კონტაქტში მყოფ არც ერთ პირს კორონა ვირუსული ინფექციის არსებობა არ დაუდასტურდა. ყარაჯალაში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
მისივე თქმით, სამ კარანტინის სივრცეში იმყოფება 122 მოქალაქე, თვითიზოლაციაში კი 23 პირი.
სულ კახეთის რეგიონში აღებული და ლუგარის ცენტრში გაგზავნილია 9274 ნიმუში.