ახალი ამბები

სოფელ დუისში ადგილობრივ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ მატნის მცხოვრებლები პანკისელი ახალგაზრდებისაგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ამ მიზეზით, მატანში, ახალგაზრდები სოფლის ცენტრში არიან შეკრებილები და საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ახალგაზრდების მორიგების პროცესში ჩართვას პანკისის უხუცესთა საბჭო აპირებს, რომელიც მომხდარის გამო წარმოშობილი კონფლიქტის განეიტრალებას შეეცდება.

სოფელ მატანში პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, რომელიც ვითარებას ადგილზე აკონტროლებს.