სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები თელავში- ფოტორეპორტაჟი
თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვისთვის შესაბამისი სამუშაოები გრძელდება.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად კახეთში 4000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ვენახები და 130-მდე სახლი დაზიანდა.
მისივე ინფორმაციით, ზარალის აღრიცხვის შემდეგ დაიწყება ზიანის აღმოფხვრისთვის საჭირო სამუშაოები და სადაზღვევო კომპანიების მიერ მოხდება დაზარალებული ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ასევე მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა.
განიხილება იმ ფერმერების დახმარების საკითხიც, რომლებსაც მოსავალი არ ჰქონდათ დაზღვეული.
ნახეთ როგორ გამოიყურება ქალაქ თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე სტიქიის შედეგად დაზიანებული ორსართულიანი შენობები.
ავტორი: თორნიკე ხალხელაური