კახეთში ,,ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა 20 ივლისს გახდება ცნობილი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს, 20 ივლისს დაასახელებს.
პარტიაში განმარტავენ, რომ საარჩევნო კამპანიას სწორედ ორშაბათიდან დაიწყებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ორი საარჩევნო ოლქი შეიქმნება. პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად კი სავარაუდოდ მოქმედი გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის კანდიდატურები განიხილება.
შეგახსენებთ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.