ახალი ამბები

მესამე დღეა თელავში 68 წლის ქალს ეძებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრებ ქალს მესამე დღეა ეძებენ.

68 წლის მზია ბედმანიკაშვილი გაუჩინარებამდე ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ტყეში იმყოფებოდა და გზას ვერ პოულობდა.

ახლობლების ინფორმაციით ქალს მეხსიერების პრობლემები აქვს, რაც მათი ვარაუდით, გზის აბნევის მიზეზი გახდა.

დაკარგული ქალის ძებნის პროცესში პოლიცია და სამაშველო ჯგუფებია ჩართული.

ოჯახის წევრები და თანასოფლელები დამატებით ზომების მიღებას ითხოვენ.

გაუჩინარებული ქალი თელავის აგრარული ბაზრის მოვაჭრეა.