ახალი ამბები

გურჯაანში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ გარემოში გააგრძელებს.

უწყების ინფორმაციითვე, ცენტრს კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის სრულად აღჭურვილი რეანომობილი გადაეცა.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონსლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აქამდე ისინი ძველ შენობაში მუშაობდნენ, სადაც სათანადო პირობები არ იყო”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
პროექტს რეგიონი განვითსრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თვითმართველობენთან ერთად ახორციელებს დს მისი მიზანი ქვეყანაში გადაუდებელი დახმარების ხარისხისგ აუმჯობესებაა.