გურჯაანში კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა
გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, ერთი-ერთი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული მცირეწლოვანი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.
საავადმყოფოს დირექტორის, გელა ორველაშვილის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია.
მისივე თქმით, მცირეწლოვანს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და შემდეგ, გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.