თელავი–გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 5 მგზავრი დაშავდა
თელავი–გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, BMW- ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. დროებით შეფერხდა საავტომობილო გადაადგილებაც. გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.