სტიქიის შედეგად სოფელ ველისციხეში 20 ჰექტრამდე ვენახი დაზიანდა
სტიქიამ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები გურჯაანი, ყვარელი და თელავი დააზარალა.
ძლიერი წვიმის და ქარის შედეგად, გურჯაანი – თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა. შემთხვევა ბარჯისხევის მონაკვეთზე მოხდა, რის გამოც, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული იყო.
წაქცეულ ხეს ფორდის მარკის სატვირთო შეეჯახა, რომლის მგზავრებმაც მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. პოლიციის მისვლამდე გზის გათავისუფლება მძღოლებმა საკუთარი ძალებით შეძლეს.
სტიქიამ ასევე სოფელი ველისციხე დააზარალა. დასეტყვილია 20 ჰექტრამდე ვენახი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ზარალს სადაზღვევო კომპანიები დაითვლიან.