სტიქიის შედეგად სოფელ კონდოლში მამაკაცი დაშავდა
წუხელ გვიან ღამით , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მამაკაცი დაშავდა.
მას ძლიერი ქარის შედეგად გადახდილი სახლის სახურავიდან ხის კონსტრუქციის ნამტვრევი დაეცა. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
სტიქიის შედეგად სოფელ კონდოლში რამდენიმე ათეულ სახლს სახურავი აქვს გადახდილი. სეტყვამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.
სტიქიის გამო ქალაქ თელავს არ მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.