ახალი ამბები

თელავში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

თელავის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყეს.

ძლიერმა სტიქიამ, წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სოფელი ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, კონდოლი, კურდღელაური, ნასამხრალი, წინანდალი, შალაური და ქალაქი თელავი დააზარალა.

დასეტყვილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები. ძლიერმა ქარმა მოგლიჯა ხეები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

“გადახდილია სახლის სახურავებიც, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობაა სოფელ კონდოლში. 18 კაცისგან შედგა 6 ჯგუფიანი კომისია. დილიდან ითვლიან ზარალს. ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობის თქმა შეუძლებელია,” – განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტიქიამ ასევე ყვარელის, გურჯაანის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები დააზარალა.