მანავის ციხე – ულამაზესი ადგილი საგარეჯოში რომელიც უნდა ნახოთ
მანავის ციხე კომპლექსი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე მდებარეობს. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი.
ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII ს.ს . ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი, ციხიდან კარგად ჩანს გარემო. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.
ციხის კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: შიდა ციხე, ციტადელი – წყალსაცავიანი სასახლე, დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები, მცირე კოშკი, მოზრდილი კოშკოვანი სახლი; ორსართულიანი შენობის ნანგრევები; ეკლესიები – 3 დარბაზული ეკლესია; ქვედა ციხე; წყალსაცავი; გალავანი.
ფოტოები: Georgiantravelguide.com