ახალი ამბები

გურჯაანში ავარიას ფეხითმოსიარულე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ფეხით მოსიარულის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

“კახეთის ხმის” ინფორმაციით, ქალს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლას ცდილობდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა დაშავებული მედიკოსების მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.